ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რამდენად საოცარია ლოკოკინა (პოსტის დასაწყისში მოცემულ ფოტოზე წარმოდგენილია ლოკოკინა შიგნიდან) დღეს მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი ყურის შესახებ. 1. ლოკოკინა ”ბგერას” ”სმენად” გარდაქმნის ბგერის ტალღები პრაქტიკულად ყველგანაა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინი საოცარი ორგანოა, მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ხმის ტალღების ამოცნობა. ეს ლოკოკინას ფუნქციაა! ლოკოკინა არის ყურის არსებითი ნაწილი და ის პირდაპირაა დაკავშირებული ტვინთან.